ქურდობა

შსს: ქურდობის 4 ფაქტი გავხსენით - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

Getty Images

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის 4 ფაქტი გახსენეს და ქურდობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ., ამხილეს.

გამოძიები ინფრომაციით, არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბატას” მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი"-ის გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს” და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

კომენტარები