თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 7 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს. 

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონ ტაბიძის, თენგიზ ახმეტელის, ფალიაშვილის, რაზმაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ცხვედაძის, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის, უნივერსიტეტის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, საირმის გორის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ახალშენის, ბზვანელის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, შევარდენიძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, ტყავის ჩიხის, ღვინის ჩიხის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ბერიძის, აბოვიანის და ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, ნიშნიანიძის, ტაბახმელას, ხარფუხის, შუშინის, ხონელის და სოღანლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები