საქართველოს მოქალაქის მკვლელობა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

Getty Images

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. 

"პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – ამბობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები