დაბადება

27 წლის კაცი მშობლებს უჩივის, რადგან "დაბადება არ უნდოდა"

27 წლის ინდოელი კაცი, რაფაელ სამუელი, მშობლებისთვის ჩივილს სასამართლოში აპირებს, რადგან მას დაბადება არ უნდოდა და ამის შესახებ არც არავინ ჰკითხა.

მსოფლიოში არსებობს შეხედულება ანტი-ნატალიზმი, რომლის მიხედვითაც ბავშვის დაბადებას ბევრი ნეგატიური მხარე აქვს.

"მინდა ვუთხრა ყველა ინდოელ ბავშვს, რომ ისინი ვალში არ არიან მშობლებთან. მე ძალიან მიყვარს მშობლები და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათ გამაჩინეს მათივე გართობისა და სიამოვნებისთვის", - თქვა რაფაელ სამუელმა.

27 წლის კაცი ინდოეთში ჩამოყალიბებული მოძრაობის წევრია, რომელშიც თვლიან რომ ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ ნების საწინააღმდეგოდ. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ არ ძულთ ბავშვები, "უბრალოდ თვლიან, რომ უნდა შეეძლოთ თავად გადაწყვიტონ - უნდათ დაბადება თუ არა". 

რაფაელ სამუელს თავისი Facebook გვერდი და იუთუბ არხიც აქვს, სადაც პოსტებსა და ვიდეობს ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად წერს.

კომენტარები