ემილიანო სალა

ემილიანო სალას ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან ერთი ცხედრის ამოტანა მოახერხეს

PA

თვითმფრინავიდან, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა იმყოფებოდა და ორი კვირის წინ ლა-მანშის სრუტესთან ზღვაში ჩამოვარდა, ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.

თვითმფრინავში ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ნამსხვრევებში სხეულის პოვნის შესახებ ორივე დაღუპულის ოჯახს აცნობეს. გარდაცვლილის იდენტიფიკაციის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით არ გასაჯაროებულა.

თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლიდა. შესაძლოა ამის გამო მყვინთავებმა მუშაობა შეწყვიტონ.

28 წლის ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის საფეხბურთო კლუბ Nantes-ში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები