კახა კალაძე მილანის ლეგენდებში

კახა კალაძე მილანის ლეგენდების შემადგენლობაში ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშებს

ლივერპულისა და მილანის ვეტერანი ფეხბურთელები 23 მარტს საქველმოქმედო მატჩს გამართავენ. შეხვედრა ლივერპულის საშინაო სტადიონზე - "ენფილდზე" ჩატარდება.

ლივერპულის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მილანის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე ითამაშებს.

კალაძის გარდა, საქველმოქმედო მატჩში მილანის სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც ითამაშებენ. მათ შორის არიან: აბიატი, ამბროზინი, ბონერა, ბორიელო, კაფუ, კარბონე, კოსტაკურტა, დიდა, ფავალი, ფიორი, გატუზო, ჯილარდინიო, ინძაგი, კაკა, იანკულოვსკი, კალაძე, მალდინი, ნესტა, ოდო, პანკარო, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო, შიმიჩი, სტამი, სტორარი.

საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობას ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელები - რობი ფაულერი, ჯეიმი კარაგერი, დირკ კუიტი, ლუის გარსია, მაიკლ ოუენი და სხვები მიიღებენ.

კომენტარები