კენდალ ჯენერი

კენდალ ჯენერი: რამდენიმე დღე ვტიროდი იმის გამო, რასაც ხალხი ჩემზე წერდა

0 კომენტარი
ფოტო: harper's bazaar

ტოპ-მოდელმა კენდალ ჯენერმა ჟურნალ Allure-თან, კანის პრობლემებსა და აკნეზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას აკნე 14 წლის ასაკში დაეწყო და ამ პრობლემას ახლაც ებრძვის.

"მე ყოველვის ვებრძოდი აკნეს, 14 წლის ასაკიდან. ამან საკუთარი თავის რწმენა დამაკარგვინა და ძალიან დიდი დრო დამახარჯინა. აკნესგან გათავისუფლება 17 წლიდან დავიწყე, როდესაც როგორც მოდელს ბევრი საქმე მქონდა, შემდეგ 21 წლის ასაკში ისევ დამიბრუნდა - ეს საერთოდ არ არის სასიამოვნო შეგრძნება. ძალიან მარტივად ვვარდები სტრესში რამდენიმე გარემოების გამო. აკნესთან მიმდინარე ბრძოლა მაქვს, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის, რაც შესანიშნავია", - თქვა კენდალ ჯენერმა.

მოდელმა ინტერვიუში 2018 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების შემთხვევა გაიხსენა, როდესაც კენდალ ჯენერის გამოჩენის შემდეგ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელებში მის აკნეზე მიუთითებდა.

"მე ყოველდღე ვიყურები სარკეში და ჩემს თავს ვხედავ. საერთოდ არ მინდა მქონდეს ეს პრობლემა, თუმცა მიწევს მასთან გამკვლავება. ოქროს გლობუსზე მოხვედრა ცხოვრებისეული მოვლენა იყო. არ ვარ დარწმუნებული რომ იქ კიდევ წავალ, რადგან ეს არ არის ჩემნაირი ადამიანებისთვის განკუთვნილი ღონისძიება. მივედი და ძალიან აღელვებული ვიყავი, თავს კარგად ვგრძნობდი, შემდეგ კი ხალხმა ცუდი რაღაცების თქმა დაიწყო, მე ისედაც ვხედავ ყველაფერს, არ არის საჭირო რომ ამაზე ხალხმა მიმითითოს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვტიროდი, იმის გამო რასაც ხალხი ჩემზე ლაპარაკობდა. მე არ ვარ სუპერადამიანი, შემიძლია ვიგრძნო და მეტკინოს, რასაც ხალხი ჩემზე წერს", - თქვა კენდალ ჯენერმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კენდალ ჯენერმა აკნეზე საჯაროდ ისაუბრა. იანვარში, მან ამის შესახებ ინსტაგრამზეც დაწერა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები