ნარკოდანაშაული

კაფე გალერიში MDMA-ის შემცველი 5 აბის გაყიდვისთვის პირს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალება მდმა-ის შემცველი 5 აბის გასაღებისთვის პირს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“- ის შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 420 ლარად  უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა მ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა. 

კომენტარები