ტურიზმი

საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41 %-ით შემცირდა. მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვარში ირანიდან საქართველოში 14 322 ვიზიტი აღრიცხა, 2019 წლის იანვარში კი - 8 424 ვიზიტი, რაც წინა წელთან შედარებით 5898 ვიზიტით (41.2%) ნაკლებია.

საერთაშორისო ვიზიტებმა 2019 წლის იანვარში იკლო აზერბაიჯანიდან (3.4%-ით), სომხეთიდან (5%-ით), თურქეთიდან (20.2%-ით), ინდოეთიდან (5.9%-ით), ინდონეზიიდან (51.9%-ით), ეგვიპტიდან (11%-ით). ასევე, ისლანდიიდან (80.4%-ით), მოლდოვადან (20.3%-ით), ბულგარეთიდან (13.1%-ით) და ა.შ.

საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა პოლონეთიდან (130.5%), ტაჯიკეთიდან (274.4%), რუსეთიდან (16.8%), ყირგიზეთიდან (112%), ისრაელიდან (132.1%), ყაზახეთიდან (35.9%), ფილიპინებიდან (29.8%), გერმანიიდან (46.6%), აშშ-დან (31.5%), საუდის არაბეთიდან (72.7%), უკრაინიდან (3.6%-ით) და ა.შ.

კომენტარები