კიბო

WHO: რა უნდა გაკეთდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს ქვეყნებს, კერძო სექტორს, მკვლევრებს და საზოგადოებას ჩაერთონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრაში

ყოველ წელს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან 300 000-ზე მეტი ქალი კვდება. ყოველწლიურად დიაგნოზს ნახევარ მილიონზე მეტ ქალს უსვამენ. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.

თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, რომლის პრევენცია შესაძლებელია. ამ ქალების უმეტესობას დიაგნოზს გვიან უსვამენ და არ აქვთ წვდომა მკურნალობაზე, რომელიც მათ სიცოცხლეს გადაარჩენს. 

კვლევები აჩვენებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და ადრეული მკურნალობა საკმაოდ ხარჯ-ეფექტურია. 10-დან 9 ქალი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსგან კვდება ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობს.

მათი სიკვდილი არაა გარდაუვალი. არსებული კონტრასტი გადარჩენის სიხშირეებს შორის, რომელიც 33-77% მდე მერყეობს, მიუღებელია და მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. საშვილოსნოს ყელის კიბო, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად პრევენცირებადი და განკურნებადი კიბოს ფორმაა, თუ მას დროულად აღმოაჩენენ და ეფექტურად მართავენ.

ადამიანის პაპილომავირუსზე აცრის, საშვილოსნოს ყელის სკრინინგის და ადრეული ცვლილებების მკურნალობის მეშვეობით შესაძლებელაი ახალი დიაგნოზების შემცირება. ამჟამად, ქალების უმეტესობა, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოს უსვამენ, კიბოს განვითარებული ფორმა აქვთ და მკურნალობის შანსები მცირეა. პრობლემას ამწვავებს ის, რომ მკურნალობა ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროგრესის დაჩქარებას ცდილობს. ჯანმო მუშაობს, რომ ყველა გოგო მსოფლიოში აიცრას პაპილომავირუსის წინააღმდეგ და ყველა ქალს, რომელიც 30 წელს ზემოთაა, ჩაუტარდეს სკრინინგი და იმკურნალოს კიბოსწინარე მდგომარეობებზე.

ამის მისაღწევად საჭიროა ინოვაციური ტექნოლოგიები და სტრატეგიები. ჯანმო ცდილობს გააუმჯობესოს წვდომა დიაგნოსტირებაზე და მკურნალობაზე კიბოს ადრეულ სტადიაში და უზრუნველყოს პალიატიური მკურნალობის ხელმისაწვდომობა ქალებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. 

ეს სერვისები უნდა იყოს ჩაშენებული ჯანდაცვის ძლიერ სისტემაში, რომელიც მიისწრაფვის უნივერსალური ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ. მაღალ-შემოსავლიანმა ქვეყნებმა ამის მაგალითი აჩვენეს. ახლა კი მოვიდა გლობალური ელიმინაციის დრო. 

საჭიროა სწრაფი და გადაუდებელი ქმედებები, რათა გავზარდოთ საშვილოსნოს კიბოს აღმოფხვრის ხარჯ-ეფექტური ზომების დანერგვა, რომელიც აღმოფხვრის საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც გლობალური ჯანდაცვის პრობლემას. ეს ზომებია აცრები პაპილომავირუსის წინააღმდეგ, კიბოსწინარე მდგომარეობების სკრინინგი და მკურნალობა, ადრეული ინვაზიური კიბოს მკურნალობა და პალიატიური მზრუნველობა. 

ეს მოითხოვს პოლიტიკურ ჩართულობას, მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას და თანასწორი წვდომის უზრუნველყოფას, რესურსების მობილიზაციის სტრატეგიების ჩათვლით. 

2019 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორ ტედროს ადჰანომ გებრესიუსმა მსოფლიოს საშვილოსნოს ყელის წინააღმდეგ ქმედებებისკენ მოუწოდა

ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომ მივაღწიოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალურ ელიმინაციას. ჩვენ ასევე გვაქვს პოლიტიკური ჩართულობა. რამდენიმე ქვეყანა და გაეროს სააგენტო უკვე შეუერთდა პრევენციის პროგრამას. მსოფლიო უკვე აკეთებს რაღაცას, მაგრამ წარმატების მისაღწევად, ყველა უნდა ჩაერთოს - მთავრობები, გაეროს სააგენტოები, მკვლევრები, ჯანდაცვის სპეციალისტები და ინდივიდები - ყველამ უნდა ვითამაშოთ როლი. როგორც სასიცოცხლო ვაქცინების, დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდების მწარმოებლები, კერძო სექტორის საკვანძო პარტნიორია ამ მისიაში. 

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი კენიაში

კომენტარები