ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ბიბერის თქმით, მას და ჰეილი ბოლდუინს ქორწილამდე სექსი არ ჰქონიათ

VOGUE US

ამერიკული ვოგის მარტის ნომრის ყდაზე ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი არიან გამოსახულები.

წყვილმა ვოგთან საკუთარ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ჯასტინ ბიბერის თქმით, მას და ჰეილი ბოლდუინს ქორწილამდე სექსი არ ჰქონიათ.

"სექსის გარეშე ვგრძნობდი, რომ ღმერთს უფრო დავუახლოვდი. მინდოდა, რომ ამ გზით თავი ღმერთისთვის ხელახლა მიმეძღვნა, იმიტომ რომ ვხვდებოდი ეს ჩემი სულისთვის უკეთესი იქნებოდა. ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს, ჯილდოვდები კარგი ქცევის გამო", - თქვა მომღერამა.

ჯასტინ ბიბერის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც წყვილმა ქორწილი დააჩქარა, სექსის სურვილი იყო.

"როდესაც ის [ჰეილი ბოლდუინი] გასულ ივნისს ვნახე, დამავიწყდა როგორ მიყვარდა, მენატრებოდა, და რამდენად კარგი გავლენა მოახდინა ჩემზე. უცბად ვიფიქრე, რომ ღმერთო, ეს ის არის რასაც ვეძებდი", - თქვა მომღერალმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთის გაცნობიდან ნიუ-იორკში საიდუმლოდ იქორწინა.

კომენტარები