ტაილანდი

ტაილანდის პრინცესა პრემიერმინისტრის პოსტზე იყრის კენჭს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ტაილანდის პრინცესა, მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის უფროსი და, 67 წლის უბოლრატანა მაჰიდოლი პრემიერმინისტრის პოსტზე აპირებს კენჭისყრას.

ის ყოფილი პრემიერმინისტრის, თაკსინ შინავატრას პარტიას წარმოადგენს.

ტრადიციულად ტაილანდის სამეფო ოჯახი პოლიტიკაში არ ერევა და ეს პირველი მსგავსი პრეცენდენტი იქნება. პრინცესა 1972 წელს ცოლად ამერიკელს გაჰყვა, ტიტულზე უარი თქვა და აშშ-ში გადავიდა. განქორწინების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა სამეფო ოჯახს. ის სოციალურ მედიაში აქტიურობს და რამდენიმე ტაილანდურ ფილმშიც მიუღია მონაწილეობა.

არჩევნები 24 მარტსაა დანიშნული და მას ტაილანდის შანსად განიხილავენ, რომ ქვეყანა 5 წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ დემოკრატიას დაუბრუნდეს.

კენჭს იყრის მოქმედი პრემიერმინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩაც. კიდევ ერთი კანდიდატი იქნება გენერალი, რომელიც 2014 წელს სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები