დაკარგული ემილიანო სალა

დაკარგულ თვითმფრინავში აღმოჩენილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის

0 კომენტარი

ლა მანშის სრუტის ფსკერზე არსებულ თვითმფრინავში ნაპოვნი ცხედარი ამოცნობილია და ის ნანტის ყოფილ ფეხბურთელ ემილიანო სალას ეკუთვნის ეკუთვნის. აღნიშნულ ინფორმაციას დორსეტის პოლიციის ტვიტერის გვერდი ადასტურებს.

"ცხედრის იდენტიფიცირება დასრულდა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გარდაცვლილი ემილიანო სალაა. ცხედარი შეძლებისდაგვარად ფრთხილად იქნა ამოტანილი", - ვკითხულობთ პოლიციის პოსტში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გვამის ამოცნობა შესაბამისი პროცედურებით მოხდა, რაც თავდაპირველად ოჯახს აცნობეს.

რაც შეეხება 59 წლის პილოტ დევიდ იბოტსონს, ის ამ დრომდე დაკარგულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები