მარინა და ალექსანდრ დმიტრიევებს სახლში კატისებრთა ოჯახის დიდი წარმომადგენელი - პუმა, სახელად მესი ყავთ.
წყვილმა თავდაპირველად პუმა ქალაქ სარანსკის ზოოპარკში შენიშნეს. ის ორ ძმასთან ერთად დაიბადა, რომელსაც ზოოპარკის მეპატრონეებმა სუარესი და ნეიმარი დაარქვეს.
მესის დაბადებისთანავე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ის სამი თვის იყო როდესაც სარანსკის ზოოპარკში გადაიყვანეს და სწორედ იქ გადაწყვიტა ალექსანდრ დმიტრიევმა რომ პუმა უნდა ეყიდა.
"ის ძაღლივითაა. თავიდან მას დღეში ერთხელ ვასეირნებდით, ახლა კი უკვე დღეში ორჯერ გაგვყავს სასეირნოდ. ზუსტად ისეთივეა, როგორც სახლში ძაღლის ყოლა", - თქვა მარინა დმიტრიევმა.
მიუხედავად იმისა, რომ პუმას, სახელად მესის ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს, ის მაინც უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე მისი სახეობის ცხოველები.