კაპანაძე: კერზაიაზე შესული ანონიმური წერილის მსგავსი ჩვენი წერილი სამინისტრომ არ ჩაიბარა

ია კერზაიას საქმეზე სამინისტროში შესული ანონიმური წერილის მსგავსი წერილი, სამინისტროში არ ჩაიბარეს. ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო დღეს სესიაზე მინისტრს სერგი კაპანაძემ უჩვენა. როგორც ვიდეოში ჩანს, პირს სამინისტროში მიაქვს წერილი, ზუსტად იმის მსგავსი მონაცემებით, როგორც კერზაიას საქმეზე ლავრენტი ქირიას წერილი იყო, სამინისტროში პასუხობენ, რომ წერილს თუ სახელი და გვარი აწერია პირადი ნომერიც უნდა ჰქონდეს, ანონიმურობის შემთხვევაში კი არც სახელი და გვარი უნდა ეწეროს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მინისტრი იტყუება როცა ამბობს, რომ ანონიმურ წერილებზე რეაგირების მოხდენის ვალდებულება აქვთ. როგორც ექსპერიმენტიდან იკვევა, ქირიას წერილის მსგავს წერილებს სამინისტრო არ იბარებს. 

"თქვენი აქ ყოფნა ბოლო დღენახევრის განმავლობაში შეიძლება შეფასდეს, ამ შეფასებით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. თქვენ აქ გუშინ თქვით, რომ გაქვთ ვალდებულება რეაგირება მოახდინოთ ანონიმურ წერილებზე. ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ თქვენს გენინსპექციას პირდაპირ უწერია დებულებაში, მე-19 მუხლის პირველ პუნქტში, რომ ანონიმურ წერილებზე, რომელიც ცხელი ხაზით არის შესული არ რეაგირებს. რაც შეეხება, შესულ წერილებზე რეაგირებას ბატონო მინისტრო,  წერილები, რომლებიც შედის იმ ფორმით რა ფორმითაც ქირიას წერილი არის შესული, უბრალოდ არ მიიღება თქვენთან კანცელარიაში, არათუ რეაგირების ვალდებულება არ გაქვთ. ჩვეულებრივად ვერც მოხვდება თქვენთან ეგეთი წერილი. "ჩვენმა თანამშრომელმა მიიტანა ზუსტად მსგავსი ფორმით წერილი და და უპასუხეს, წერილს თუ აბარებთ და სახელი და გვარი აწერია, მაშინ პირადი ნომერი და ტელეფონიც უნდა ეწეროსო, ისე არ იბარებენ და თუ ანონიმურ წერილზეა ლაპარაკი არაფერი უნდა ეწეროსო. ქირიას წერილზე ეწერა მხოლოდ სახელი და გვარი და მისამართი და თქვენი ნათქვამი, რომ რეაგირების ვალდებულება გაქვთ, ძალიან მარტივად არის მოკლეფეხებიანი ტყუილი. არც მოხვდება თქვენს სისტემაში მსგავსი წერილი თუ შიგნიდან არ არის დაორგანიზებული." - უთხრა კაპანაძემ მინისტრს. 

http://<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftabula.ge%2Fvideos%2F239941433576997%2F&show_text=0&width=476" width="476" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები