ირანის რევოლუცია

ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და მას შემდეგ - ფოტოები

1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ დიდი ცვლილებები გამოიწვია, განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა კი ქალებზე მოახდინა და მათი თავისუფლება შეზღუდა.

1930-იან წლებში, შაჰმა თავსაბურავების ტარება აკრძალა, თუმცა 80-იან წლებში ახალმა ისლამურმა ხელისუფლებამ ე.წ დრესკოდი შემოიღო, რომლის მიხედვითაც ყველა ქალი ვალდებულია ჰიჯაბი ატაროს.   

სწავლა თეირანის უნივერსიტეტში, 1977 წელი: რევოლუციამდე ქალები უმაღლეს განათლებას იღებდნენ, მალევე უნივერსიტეტში დამსწრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს იმის დამსახურება იყო, რომ მთავრობამ მოახერხა მშობლების დარწმუნება, სოფლებიდან შვილები უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაეშვათ. 

"ზოგმა განათლებულმა ადამიანმა ირანი დატოვა, ხელისუფლება მიხვდა, რომ ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირი განათლება უნდა მისცე," - ამბობს იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ჰალეჰ აფშარი, რომელიც 1960-იანი წლების ირანში გაიზარდა.

შოპინგი ვიტრინიდან, თეირანი, 1976 წელი: რევოლუციამდე ქალების უმრავლესობას დასავლური სტილში ეცვათ, მოდური იყო მჭიდრო ჯინსები, მოკლე მაისურები და ქვედაბოლოები

"ფეხსაცმელი არ შეცვლილა - ფეხსაცმელების სიყვარული ყველა ჩვენგანშია. ირანელი ქალები მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალებისგან არ განსხვავდებიან, მათ შოპინგზე სიარული ყოველდღიური სტრესის მოშორებაში ეხმარება", - ამბობს პროფესორი. 

პარასკევის პიკნიკი თეირანში, 1976 წელი: ოჯახები და მეგობრები პარასკეობით თავს ერთად იყრიდნენ, რადგან ირანში პარასკევი დასვენების დღეა.

"პიკნიკი ირანული კულტურის უდიდესი ნაწილია, ის ძალიან პოპულარული იყო საშუალო კლასებში. ეს რევოლუციის შემდეგაც არ შეცვლილა, თუმცა ქალები და კაცები საჯაროდ ურთიერთობისას ბევრად თავშეკავებულები არიან."

თეირანის თმის სალონი, 1977 წელი: "ეს არის სცენა, რომელსაც ირანში ვეღარ ნახავთ, თუმცა რევოლუციის შემდეგ სტილისტები არსებობას განაგრძობენ. დღეს სალონში ქალს და კაცს ასე ვეღარ ნახავთ, რადგან ქალი კაცის დანახვისთანავე ვალდებულია, თმა დამალოს," - ამბობს ჰალეჰ აფშარი.

დაცვის წევრები შაჰის გარშემო, 1971 წელი: შაჰმა მოჰამად რეზა ფალავიმ დიდი წვეულება მოაწყო სპარსული მონარქიის 2 500-ე წლის თავზე. აღნიშვნას ხელს უშლიდნენ მემარცხენე ფრთის ოპონენტები. ამ დროისთვის ირანელთა უმრავლესობას ლიდერი აღარ მოწონდა.

თეირანის თოვლიან ქუჩებში სეირნობა, 1976 წელი: "ქალს ქუჩაში სიარულს ვერ აუკრძალავ, თუმცა ირანში ასეთ რამეს ვერასდროს ნახავთ. ფოტოზე ქალს საყურე უჩანს, რაც იქ მიუღებელია. დღეს ქალები ქუჩაში მუხლებს ქვემოთ პალტოებით და შარფებით დადიან."

რევოლუციის შემდეგ 

ქალთა აქცია ჰიჯაბის წინააღმდეგ 1979 წელს: ირანის ახალმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინმა დააწესა, რომ ყველა ქალს უნდა ეტარებინა ნიქაბი - მიუხედავად რელიგიისა. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ასობით ქალი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე.

პროტესტი თეირანში, აშშ-ს საელჩოს წინ, 1979 წელი: რევოლუციონერმა სტუდენტებმა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, სანამ ათასობით ანტი ამერიკის დემონსტრანტი აქციას განაგრძობდა.

ოჯახის ხელმძღვანელების პარასკევის ლოცვა 1980 წელს: "პარასკევის მლოცველები არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ან მხარს უჭერენ ისლამურ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არ უნდათ, განიხილებოდნენ, როგორც დისიდენტები. აქაც კაცია დომინანტური. ქალებს არ აქვთ უფლება ილოცონ იგივე ოთახში სადაც კაცებმა, ისინი სხდებიან კაცებისგან განცალკევებულ ადგილას," - ამბობს აფშარი.

საქორწინო კაბის ყიდვა თეირანში 1986 წელს: "ქორწილები და წვეულებები "დანაწევრებულია." თუ სტუმრები მხოლოდ ქალები არიან, არ აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამ, თუმცა თუ "შერეუსქესიანი" წვეულებაა, ქირაობენ დაცვის თანამშრომელს, რომელიც აკონტროლებს, ვინ გადის და შემოდის ოთახში, ზოგიც პოლიციას თვალს უხვევს."

2005 წელს თეირანში სეირნობა: ირანში ყველა ქალი არ ატარებს ჩადრს. შავი მოსაცმელს, რომელიც კისრიდან კოჭებამდე ფარავს სხეულს. ბევრი შედარებით თავისუფალ თავსაბურავს და გრძელ ქურთუკს ამჯობინებს. 

კასპიის ზღვის სანაპირო 2005 წელს: ირანელ ქალებს აკრძალული აქვთ საცურაო კოსტუმით სახალხოდ გამოჩენა.

"ქალები და კაცები ერთად არ ცურავენ - თუმცა მათ შეუძლიათ იპოვონ ნავი და ნაპირიდან შორს გვერდიგვერდ იცურაონ," - განმარტავს პროფესორი.

ჰიჯაბის აქცია თეირანში 2006 წელს: რევოლუციიდან 25 წლის შემდეგ, ქალებმა ორგანიზება გაუწიეს საპროტესტო მოძრაობას ჰიჯაბის აუცილებლად ტარების შესახებ. აქციაზე ყველა შავ ჩადრშია შემოსილი, პატარა გოგოს გარდა.

ფეხბურთის ყურება თეირანის სავაჭრო ცენტრიდან 2008 წელს: ირანში ქალებს უფლება არ ქონდათ ეყურებინათ კაცების საფეხბურთო მატჩები, ზოგს უცდია სტადიონზე შესვლა, მაგრამ ეს მათი დაკავებით დასრულდა. რევოლუციამდე ქალები სპორტულ ღონისძიებებს ხშირად ესწრებოდნენ.

კომენტარები