ხანძარი

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი გაჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები