ავტოსაგზაო შემთხვევა

თავისუფლებაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა

metro.us

თავისუფლების მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ახალგაზრდა ამ დროისათვის გადაყვანილია საავადმყოფოში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები