კრიმინალი

2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის ქურდობისთვის თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზიების, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-ს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები