ხანძარი

საქნავთობის დასახლებაში 300 კვ.მ ფართობის საწყობი დაიწვა

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციითმეხანძრე-მაშველებმა სწრაფად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, რის შედეგადაც ცეცხლი გვერდით მდებარე სასაწყობე მეურნეობაზე არ გავრცელებულა.

უწყებაში ამბობენ, რომ დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები