მსოფლიო

კიბოთი დაავადებულ 6 წლის გოგოს პოლიციელობის ოცნება აუხდა

0 კომენტარი
ფოტო: FREEPORT POLICE DEPARTMENT

კიბპოთი დაავადებულ 6 წლის ებიგეილ რიასს ტეხასში, ფრიპორტის პოლიციამ ოცნება აუხდინა - ის პოლიციელი გახდა.

ებიგეილი ფრიპორტის პოლიციის უფროსს დეკემბერში შეხვდა და ისინი მალევე დამეგობრდნენ. ბავშვმა რეი გარივეის უამბო, რომ პოლიციელობა მისი ოცნებაა.

7 თებერვალს კი მან მისთვის შეკერილი სპეციალური ფორმით მან ფრიპორტის პოლიციის დეპარტამენტის საპატიო პოლიციელის ფიცი დადო.

ვიდეოს ფეისბუქზე თავად დეპარტამენტი ავრცელებს.

ებიგეილმა თქვა, რომ სურს ებრძოლოს "ცუდ ბიჭებს", რომლებიც კიბოს სახით მის სხეულში არიან. პოლიციის უფროსმა კი ფიცის დადების დროს მას "დაავალა" გააგრძელოს ბრძოლა "ცუდ ბიჭებთან".

​ცერემონიას ესწრებოდნენ ებიგეილის ოჯახი და პოლიციელები მთელი ტეხასიდან.

"მას აქვს შესანიშნავი ღიმილი და სურვილი, გააგრძელოს ბრძოლა "ცუდ ბიჭებთან" თავის სხეულში - მინდოდა მისი ოცნება ასრულებულიყო", - უთხრა პოლიციის უფროსმა CNN-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები