ფეხბურთი

LA Galaxy-ის სტადიონის შესასვლელთან დევიდ ბექჰემის ქანდაკებას დადგამენ

BBC

დევიდ ბექჰემის ქანდაკება აშშ-ში, საფეხბურთო კლუბ  LA Galaxy-ის სტადიონის შესასვლელთან განთავსდება. 

ქანდაკება, სავარაუდოდ, 2 მარტს გაიხსნება. 

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 43 წლის ბექჰემი აშშ-ში 6 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან თამაშობდა და ლოს ანჯელეს გალაქსისთან ერთად 2011 და 2012 წლებში ორი თასიც მოიგო. 

ბექჰემი არის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი მაიამიში, რომელიც აშშ-ის საფეხბურთო ლიგას 2020 წლიდან შეუერთდება. 

მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველი პირველი ფეხბურთელია ამერიკის საფეხბურთო ლიგის ისტორიაში, ვისი ქანდაკებაც დაიდგმება. 

დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 115 მატჩი ჩაატარა, ლოს ანჯელეს გალაქსის კი მადრიდის რეალის დატოვებიდან 4 წლის შემდეგ შეუერთდა. მცირე ხნით თამაშობდა მილანსა და პარიზ სენ ჟერმენშიც. 2013 წელს კი კარიერა დაასრულა. 

კომენტარები