ხელოვნება

10 მუზეუმი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს

My modern art

მუზეუმი ხელოვნებისა და არტეფაქტების შენარჩუნების საქმეში დიდ როლს ასრულებს. ამასთან, ისინი ფუნქციონირებენ, როგორც კულტურული ჰაბი, რომლებიც მიმზიდველია როგორც გასართობი, ასევე განათლების თვალსაზრისით. 

მსოფლიოში უამრავი მუზეუმი არსებობს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით ცნობილია და წელიწადში ყველაზე მეტი ადამიანიც სტუმრობს. 

ერმიტაჟი, სანკტ პეტერბურგი


ფოტო: Sailorr/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 4 220 000

ერმიტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. ის სანკტ პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში მდებარეობს. მუზეუმი 1852 წლს დაარსდა. აქ მთლიანობაში 3 მილიონი ექსპონატია დაცული, მათ შორის ანტიკვარიატი, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები და ნახატები.  

ეროვნული სასახლე მუზეუმი - ტაიპეი, ტაივანი 


ფოტო: Avigator Thailand/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 4 435 000 

აქ იმპერიული ხელოვნების ნიმუშები ინახება. არტეფაქტები მოიცავს კერამიკას, ქანდაკებებს, ლითონზე შესრულებულ სამუშაოს, კალიგრაფიის ნიმუშებს. აქ ჩინეთის ისტორიის 8 000 წელია დაცული - 700 000 ნივთი. 

ეროვნული გალერეა, ლონდონი 


ფოტო: Boris Stroujko/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 229 190 

ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2 300 ნივთი ინახება. მათ შორის არის ვან გოგის მზესუმზირები, იან ვან ეიკის არნოლფინების პორტრეტი და ჯონ კონსტაბლის he Hay Wain. 

ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი


ფოტო: Roman Babakin/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 232 000 

ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული შენობა სამი ნაწილისგან შედგება: დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილები და ქანდაკებების ბაღი. 

დასავლეთ ნაწილში ინახება ნამუშევრები, რომლებიც შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდში შეიქმნა. აღმოსავლეთ ნაწილში ხელოვნების თანამედროვე კოლექციაა. ქანდაკებების ბაღში კი თანამედროვე და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. 

The Tate Modern

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 656 000

შენობაში, რომელშიც ახლა მუზეუმია განთავსებული, 2000 წლამდე ელექტროენერგიის სადგურები იყო. ინდუსტრიული წარსულის თავისებურებებს შენობებში ჯერაც შეამჩნევთ, მათ შორის დიდ საკვამურს და დიდ ჰოლს ტურბინისთვის

ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი


ფოტო: Alex Segre/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 5 906 715 

ბრიტანული მუზეუმი 8 მილიონ ნივთს იცავს. ის 1753 წელს არის დაარსებული. 

თავდაპირველად აქ მხოლოდ ანტიკვარიატი, მედლები და მონეტები, ისტორიული ნიმუშები და დიდი ბიბლიოთეკა ინახებოდა. ახლა ბრიტანულ მუზეუმში ასევე დაცულია არტეფაქტები მთელი მსოფლიოდან, ქვის იარაღებიდან მე-20 საუკუნის შარვლების ჩათვლით. 

ვატიკანის მუზეუმები 


ფოტო: Guzel Studio/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 6 427 280

ვატიკანს უნიკალური ისტორია აქვს. ის პაპმა იულიუს მეორემ 1506 წელს დააარსა. მას შემდეგ მუზეუმების რაოდენობა გაიზარდა და ახლა 54 გალერეას მოიცავს. 

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი 


ფოტო: Diego Grandi/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 6 692 900

ეს მუზეუმი ნიუ იორკში 1870 წელს დაარსდა ისე, რომ მის შემქმნელებს აქ გამოსაფენად ერთი ნივთიც კი არ გააჩნდათ. თუმცა, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ აქ 5 000 წლის კოლექცია ინახება. 

მათ შორის ნახატები, სკულპტურები, კოსტიუმები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა. 

ჩინეთის ეროვნული მუზეუმი - ბეიჯინი, ჩინეთი


ფოტო: honeyedG/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 8 062 625

ჩინეთის ეროვნული მუზეუმი უპირველეს ადგილად ითვლება ქვეყნის ისტორიის და კულტურის თვალსაზრისით. მუზეუმი 2003 წელს დააარსდა, როდესაც ორი ინსტიტუტი - ჩინეთის რევოლუციის მუზეუმი და ჩინეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი გაერთიანდა. 

ამიტომ ის ტექნიკურად მხოლოდ 16 წლისა, თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი, აქ დაცული 1 050 000 ექსპონატით. 

ლუვრი, პარიზი


ფოტო: FrimuFilms/Shutterstock

ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში - 10.2 მილიონი 

ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდია და ყველაზე მეტი სტუმარი ყავს. თავიდაპირველად ის ციხესიმაგრე და სასახლე იყო, მუზეუმად კი 1684 წელს გადაკეთდა. 

ახლა აქ 38 000 ექსპონატი ინახება, მათ შორის ლეონადრო და ვინჩის ლეგენდარული მონა ლიზა, ასევე მიქელანჯელოს მომაკვდავი მონები, პაოლო ვერონეზეს The Wedding Feast at Cana და სხვა. 

კომენტარები