Big Little Lies-ის მეორე სეზონის პრემიერა ივნისში გაიმართება - ფოტოები ახალი სეზონიდან

HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Big Little Lies მეორე სეზონით ივნისში დაბრუნდება. 

ინფორმაცია HBO-მ twitter-ზე გაავრცელა.

სერიალის გულშემატკივრები, განსაკუთრებით ლეგენდარული მერილ სტრიპის გამოჩენას ელიან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირის, სელესტის დედამთილი იქნება, რომლის როლსაც ნიკოლ კიდმანი ასრულებს. 

ცნობისთვის, შოუს რეჟისორი ჩაანაცვლეს, ახალი რეჟისორია ანდრეა არნოლდია. თუმცა, დედების გუნდი უცვლელია. ნიკოლ კიდმანი და რიზ ვიზერსპუნი აღმასრულებელი პროდიუსერის როლსაც ითავსებენ. ზოუი კრავიცი, ლორა დერნი და შეილინ ვუდლი ასევე მიიღებენ სერიალში მონაწილეობას.

შოუს პირველი სეზონი წიგნზე იყო დაფუძნებული. მართალია ავტორს მეორე წიგნი არ დაუწერია, თუმცა სერიალის სცენარი კვლავ მის დაწერილ ამბავს დაეყრდნობა.

ივნისამდე დიდი დროა, მანამდე გადახედეთ სერიალის თიზერს, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა და დაათვალიერეთ ფოტოები, რომელიც HBO- სულ ახლახან გაავრცელა. 

 

კომენტარები