კრიმინალი

შსს: არასრულწლოვანმა თბილისში 4 მაღაზია გაქურდა - მოპარულია ფული და სხვადასხვა ნივთი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მაღაზიის ქურდობის ფაქტზე თბილისში არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.ვ. ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე "ელიტ ელექტრონიქსის" და "მოდერნ ვილას" 2 მაღაზია, ასევე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე "ბელუქსის" და "ლაით ჰაუსის" მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული, სხვადასხვა ნივთები მოიპარა და ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რომლიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები