მიხეილ სააკაშვილი

ერთად სახლში - ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები იკრიბებიან

მიხეილ სააკაშვილი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები იკრიბებიან. 

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ლიეჟში ადამიანები ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა ემიგრანტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მზად არიან, ეს სააკაშვილთან ერთად გააკეთონ. 

ბელგიაში იმყოფება ექსპრეზიდენტის ოჯახიც. 

"ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული. ეს მიშას საკითხია, ამ გეგმებზე ეს მე არ მეხება. მე უბრალოდ ჩამოვედი როგორც ოჯახის წევრი და ჩემი დედამთილიც აქ არის. მთელი ღამე ვიარეთ და მოვემზადები ახლა შეხვედრისათვის. მე ალბათ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი", --თქვა სანდრა რულოვსმა რუსთავი 2-თან. 

თავად სააკაშვილი შეკრებას "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას უწოდებს". 

კომენტარები