ინგლისის სამეფო ოჯახი

ავარიის შემდეგ 97 წლის პრინცი ფილიპი მართვის მოწმობაზე უარს ამბობს

BBC

​ედინბურგის ჰერცოგი, პრინცმა ფილიპმა მართვის მოწმობაზე უარი თქვა. ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა. 

97 წლის პრინცმა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის გამო ბოდიში მოიხადა. 

ავარია სენდრინგჰემის რეზიდენციასთან მოხდა. პრინცის კია და ლენდ როვერს შეეჯახა. ავარიის შედეგად მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ და ისინი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. 

პრინცი ფილიპის თქმით, ავარია სწორედ მისი ბრალი იყო. 

კომენტარები