თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 11 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადსხვა სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, კოსტავას, ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების, ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები