კრიმინალი

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: 1tv.ge

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და გადაწყვიტეს, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება სჭირდებოდა.

13 წლის ბიჭი რუსთავში გუშინ დილით მოკლეს. ბრალდებული მისი ბიძაა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. 29 წლის მამაკაცის მეგობრების თქმით, წინა დღეს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო.

ამის შემდეგ, მეგობრების თქმით, მამაკაცი თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პაციენტი "წესიერად არც შეამოწმეს, რაღაცა გამოელაპარაკნენ". მეგობრების ინფორმაციით, კლინიკის წარმომადგენლებს "გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს", თუმცა იქ უთხრეს, რომ ადგილები არ არის. 

ამის შემდეგ, როგორ 29 წლის მამაკაცის მეგობარი ყვება, იქვე გვერდით შევიდნენ, რადგან "ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც". მათ კლინიკის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მეგობარს "შველა სჭირდება", თუმცა იქ მკურნალობის საფასურის, 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოითხოვეს, რის გამოც კაცი ისევ რუსთავში წაიყვანეს.

წაიკითხეთ დეტალურად, რატომ ვერ მიიღო ფსიქიკური დახმარება მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ცენტრში თავად მივიდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები