ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15 თებერვლამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.

თბილისში 11-12 თებარვალს ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. სინიპტიკოსები 13-14 თებერვალს უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები