ნიკოლოზ ბასილაშვილი TOP 20-ში

მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მოხვდა

zimbio.com

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა სოფიას ATP250-ის ტურნირზე. მიუხედავად ამისა, მან მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით წინ წაიწია და მე-20 ადგილი დაიკავა.

სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-დან გამოვარდნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი, რამაც ბასილაშვილი ოცეულში მოახვედრა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბასილაშვილი ერთხელ უკვე იყო საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოცეულში.
ქართველი ჩოგბურთელი დღეიდან როტერდამის ATP500-ის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველ წრეში კორეელ ჰიეონ ჩონგს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ.

კომენტარები