ჰომოფობია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას მმკ ესწრება და "სოდომის პროპაგანდას" აპროტესტებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ესწრებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტის მხარდასაჭერად მივიდნენ. კვიციანის ინიციატივით, რვა კანონიდან ტერმინები - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ უნდა ამოიღონ. 

ფოტო: ტაბულა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები პარლამენტის შენობასთანაც მართავენ აქციას და "სოდომის პროპაგანდას" აპროტესტებენ. ისინი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ "პარლამენტს მამათმავლები კურირებენ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები