ჰაიტი

ჰაიტიზე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, დაიღუპა 4 მომიტინგე

Reuters

ჰაიტიზე პრეზიდენტ ჯოვენელ მოიზის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და პოლიციას ქვები ესროლეს.

დედაქალაქ პორტ-ო-პრენსსა და სხვა ქალაქებში აქციებზე დაპირისპირებისას ათობით ადამიანი დაშავდა და სულ მცირე 4 დაიღუპა.

ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს და მინისტრებს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით 2008 წლის შემდეგ ისინი ვენესუელისაგან ქვეყნის განვითარებისათვის აღებულ ვალს ყოფილი მინისტრები ითვისებენ და ამაში მოქმედი პრეზიდენტიც მონაწილეობს.

ჯოვენელ მოიზი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ის ოპოზიციას მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს.

ჰაიტი კარიბის ზღვის რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის 60%-ზე მეტს დღეში 2$-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

კომენტარები