იაპონია

იაპონიაში $118,000-ის საუკუნოვანი ბონსაები მოიპარეს

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ტოკიოსთან ახლოს, საიტამას პრეფექტურაში მდებარე ბაღიდან 7 ბონსაი მოიპარეს, რომელთა ღირებულება 13 მილიონ იენს (118,000 აშშ დოლარი) აღწევს.

ბონსაები სეიჯი იიმურას ოჯახს ეკუთვნის. ისინი მეხუთე თაობას წარმოადგენენ, რომლებიც ამ საქმიანობას აგრძელებენ. მათმა წინაპრებმა ბონსაების მოვლა ედოს პერიოდში (1603-1868) დაიწყეს.

მფლობელების აზრით ქურდები პროფესიონალები არიან, რადგან მათი ბაღიდან, სადაც 3,000-მდე ხეა, ყველაზე ძვირადღირებული მცენარეები მოიპარეს.

მოპარულ ხეებს შორის არის შიმპაკუც, რომლის ღირებულება 90,000 აშშ დოლარს აღწევს და კონკურსზე უნდა გაეტანათ. ის საუკუნეების წინ ერთ-ერთი მთიდან ჩამოიტანეს. ამჟამად მისი სიმაღლე ერთ მეტრს, ხოლო სიგანე 70 სანტიმეტრს აღწევს.

ოჯახს ხეების დაბრუნება სურს, თუმცა ამბობენ, რომ თუ ეს ვერ მოხერხდება სურთ, რომ ვის ხელშიც ისინი მოხვდებიან კარგად მოუარონ:

"მინდა, რომ ვინც ბონსაები წაიღო მათ წყალი დაუსხას. შიმპაკუმ 400 წელი იცოცხლა. მას მოვლა სჭრიდება და წლის გარეშე ერთი კვირაც ვერ გაძლებს." ამბობენ ისინი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები