რუსეთი

მოსკოვის ცენტრში ФСБ-ის ვიცეპოლკოვნიკს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Vesti.Ru

რუსეთში, მოსკოვის ცენტრში ФСБ-ის ვიცეპოლკოვნიკის სამსახურის მანქანას ჯერ ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ვიცეპოლკოვნიკს უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება და მას ექიმის დახმარება არ დასჭირვებია. ინცინდენტი 10 თებერვალს მოხდა. თავდასხვის მომენტში ის შკოდას მარკის იმ ავტომობილის საჭეს მართავდა, რომელსაც უწყება სათვალთვალოდ გამოიყენებს.

სამართალდამცავი ორგანოები მოტივის გაგებას ცდილობენ. რუსული მედიის ცნობით, პოლიციელებმა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები უკვე შეისწავლეს. РБК-ის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ვიცეპოლკოვნიკი ოლეგ ბუდაგოცკია. 

კომენტარები