პარლამენტი

ეროვნული ინტერესების ომბუდსმენი - პატრიოტთა ალიანსის მორიგი ინიციატივა

პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომაია ეროვნული ინტერესების დამცველი ომბუდსმენის შექმნას ითხოვს. 

ამის შესახებ მან დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე თქვა, სადაც მისი თანაპარტიელის, ემზარ კვიციანის კანონპროექტი განიხილებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – ამოღებას გულისხმობს.

"არაერთხელ მომისმენია ტელევიზიით, რომ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ სხვაზე - ის ჰომოფობი, ის ბნელი. მაგრა არავის უთქვამს მათთვის, რომ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ადამიანმა უბრალოდ თავისი აზრი გამოხატა. სამწუხაროდ, ყოველთვის პოლარიზება ხდება ხოლმე საზოგადოების და ლგბტ საზოგადოების და რატომღაც მათი მხარე უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა მხარეს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა. 

სამწუხაროდ, ომბუდსმენის არჩევა მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტში გვეწვია მაშინდელი აშშ-ის ელჩი. იყო თათბირი მაშინდელ უმრავლესობაში და ომბუდსმენად აირჩიეს ქალბატონი ნინო. მისი პირველი განცხადება იყო ის, რომ მისთვის იქნება პრიორიტეტი სექსუალური უმცირესობების დაცვა. არადა ამ ქვეყანაში უამრავი პრიორიტეტია და სექსუალური უმცირესობების დაცვა პრიორიტეტად ომბუდსმენმა არ უნდა დააყენოს. 

ამიტომ, მე შემოვდივარ ინიციატივით, საქარველოში შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველი ომბუდსმენი. შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას, არ დაგვავიწყდება, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ. თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, ნაკლები პრობლემა გექნებათ თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იმიტომ რომ პირდაპირ იმ ომბუდსმენს მიაკითხავენ და ეს ხალხიც იმ ომბუდსმენთან გამოთქვამს პრეტენზიას", - თქვა გიორგი ლომაიამ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ემზარ კვიციანმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – ამოღებას გულისხმობს. კომიტეტმა პროექტს კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარა.  

კომენტარები