სავალუტო ინტერვენციები

სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6461 შეადგინა. აუქციონი 11 თებერვალს გაიმართა.

ეს 2019 წლის მერვე სავალუტო ინტერვენციაა - ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან უკვე 120 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 2018 წლის განმავლობაში - 180 მილიონი დოლარი.

დოლარის შესყიდვა ეროვნულმა ბანკმა ინტენსიურად 2018 წლის ბოლოდან დაიწყო. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, სავალუტო შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები