ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ენისტონის დაბადების დღის წესი ქეით ჰადსონმა საოცარი სურათებით დაარღვია

11 თებერვალს ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა 50-ე დაბადების დღე აღნიშნა.

მსახიობმა წვეულება ლოს ანჯელესში მოაწყო და იქ თავი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა - ბრედ პიტი, რობერტ დაუნი უმცროსი, გვინეტ პელტროუ, ჯორჯ კლუნი და ა.შ

ჯენიფერ ენისტონს წვეულებაზე ერთადერთი წესი ჰქონდა, მან სურათებისა და ვიდეოებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა, თუმცა არ დაუჯერეს.

წვეულებიდანვე გვინეტ პელტროუმ და ქეით ჰადსონმა ინსტაგრამზე გიფები ატვირთეს.

"მიყვარს ეს გოგოები. აღვნიშნეთ ეს სილამაზე გასულ ღამეს. დაბადების დღეს გილოცავ ჯენიფერ! ჩვენ ყველას ძალინ გვიყვარხარ" - დაწერა ქეით ჰადსონმა.

ქეიტ ჰადსონის პოსტს ქეთი ფერი კომენტარით გამოეხმაურა.

"არანაირი სოციალური ქსელი" - დაუწერა მან.

კომენტარები