ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები