კეტი პერი

კეტი პერის მომხმარებლების ნაწილი რასისტული ფეხსაცმლის გამოშვებაში ადანაშაულებს

კეტი პერის ფეხსაცმლის კოლექცია

ამჯერად, კეტი პერის მომხმარებლების ნაწილი რასისტული შინაარსის ფეხსაცმლის გამოშვებაში ადანაშაულებს.

მომღერალმა ორი სახის ფეხსაცმელი გამოუშვა - მათი ფერი შავია და სახის ნაკვთები - ტუჩები, ცხვირი და თვალები ახატია.

მომხმარებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ე.წ "Blackface"-ის შემთხვევაა და ამით კეტი პერი შავკანიანი ადამიანების გაშარჟებას ცდილობს.

"Blackface" ნიშნავს, როდესაც თეთრკანიანი ადამიანი თეატრალური მაკიაჟით აშარჟებს შავკანიანი ადამიანი. ეს პრაქტიკა მე-19 საუკუნეში გავრცელდა, როდესაც თეთრკანიანი ადამიანები ცდილობდნენ შავკანიანი ადამიანები კარიკატურულად წარმოედგინათ.

ფეხსაცმელები კეტი პერის საიტსა და Dillards.com-ზე იყიდებოდა, თუმცა ახლა არც ერთ საიტზე აღარ არის ხელმისაწვდომი.

კეტი პერიმ პირველად ფეხსაცმელების კოლექცია 2017 წელს გამოუშვა.

რამდენიმე დღის წინ რასისტული შინაარსის ტანასაცმლის გამოშვებაში მომხმარებლების ნაწილმა გუჩიც დაადანაშაულა, რის შემდეგად იტალიურმა მოდის სახლმა ჯემპრი გაყიდვიდან ამოიღო.

კომენტარები