ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Nikoloz Basilashvili Facebook

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო. მან სამხრეთ კორეელი ჰეიონ ჩუნგი სამ სეტში ანგარიშით 4:6, 7:6, 6:2 დაამარცხა.

მისი შემდეგი მეტოქე ხვალ სლოვაკი მარტინ კლიზანის და უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩის დაპირისპირებისას გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მიმდინარე წელს ავსტრალიის და სოფიას ღია პირველობებზე იასპარეზა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ის მესამე რაუნდამდე გავიდა, ხოლო სოფიას ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ამის მიუხედავად მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით წინ წაიწია და მე-20 ადგილს იკავებს.

კომენტარები