უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა - 2018 წელს საქართველოში 210 ადამიანი დაიკარგა, 70 ვერ იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 210 ადამიანი დაიკარგა. აქედან 122 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, 18 - გარდაცვლილი, ხოლო 70 - კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში 16 წლამდე 17 ბავშვი/მოზარდი დაიკარგა, აქედან 4 კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ფოტო: შსს

2018 წელს დაიკარგა საქართველოს 167 მოქალაქე (აქედან, 100 ცოცხალი იპოვეს, 15 გარდაცვლილი, 52 დაკარგულად ითვლება), აზერბაიჯანის 3 მოქალაქე (2 ცოცხალი იპოვეს, 1 - გარდაცვლილი), რუსეთის 4 მოქალაქე (2 ცოცხალი იპოვეს, 2 დაკარგულად ითვლება), იაპონიის 1 მოქალაქე (იპოვეს ცოცხალი), საუდის არაბეთის 1 მოქალაქე (იპოვეს ცოცხალი), იტალიის 1 მოქალაქე (ითვლება დაკარგულად), ბანგლადეშის 5 მოქალაქე (ყველა იპოვეს ცოცხალი) და უზბეკეთის 1 მოქალაქე (ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად). დანარჩენი 27 დაკარგულის მოქალაქეობა შსს-ს სტატისტიკაში დაკონკრეტებული არ არის.

კომენტარები