სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება. 

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება. 

"დაგეგმილია ასევე იუნესკოს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან, იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა და ინტერვიუები. პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს",- აღნიშნა პრესპიკერმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი 20-21 თებერვალს გერმანიაში გაემგზავრება.

კომენტარები