სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საკანალიზაციო ჭიდან ახალშობილი ამოიყვანეს - ვიდეო

0 კომენტარი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საკანალიზაციო ჭიდან ახალშობილი ამოიყვანეს. 

telegraph-ის ცნობით, შემთხვევა ორშაბათს მოხდა. მეზობლებმა სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კანალიზაციიდან ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს. 

მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვილის ამოყვანას. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარებოდა. ჩვილი უვნებელი ამოიყვანეს. გოგონას მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება. ის ცენტრალურ კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა გოგონა საკანალიზაციო მილში. ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველები ჩვილის მშობლებს ეძებენ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები