მიუსაფარი ბავშვები

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობა - პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო

Unicef

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია და პროკურატურა სწავლობს.

"2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამის პარალელურად, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სამართალდამცველის მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და ასევე, რამდენი ბავშვია დაზარალებულად ცნობილი.

კომენტარები