პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჟვანია: კაშია ადმინისტრაციაში მე მოვიყვანე, პრეზიდენტი საკადრო საკითხებში არ და ვერ ერევა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის გერი ნანა კაშია ადმინისტრაციაში მისი გადაწყვეტილებით დასაქმდა. ამასთან, ჟვანიას თქმით, პრეზიდენტი საკადრო საკითხებში "არ და ვერ" ერევა. 

"ქალბატონი ნანა კაშია ჩემთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემი გადაწყვეტილებით არის მოსული, მას ვიცნობ ოც წელიწადზე მეტია, მქონდა მასთან მუშაობის გამოცდილება, ის საუბრობს ოთხ ენაზე, და ევროკავშირთან, თუკი საქართველოში ვინმეს აქვს მუშაობის გამოცდილება, ეს გახლავთ ნანა კაშია. ჩვენი პრიორიტეტების და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღირებული კადრი ჩემთვის" - ამბობს ლაშა ჟვანია.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასსა და სალომე ზურაბიშვილს შორის საკადრო საკითხებზე უთანხმოებაა.

"როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან. მე პრეზიდენტის ბრძანებებს ვასრულებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საკადრო საკითხებს, პრეზიდენტი ვერ და არ ერევა. მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლებს არჩევს. დანარჩენი, ადმინისტრაციაში რაც ხდება, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ისე თავისუფალი დროის თვალსაზრისით, რომ მიუბრუნდეს და იმუშაოს ამაზე" - თქვა ჟვანიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები