აშშ

ტრამპი კონგრესის შემოთავაზებით უკმაყოფილოა, თუმცა მთავრობის ხელახლა დახურვას არ გეგმავს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის შემოთავაზების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.

აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს, რომელის მიხედვითაც სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი გამიოყოფა, რაც ტეხასში საზღვარზე არსებული მეტალის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი 5.7 მილიარდს ითხოვდა.

ტრამპს ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია დათანხმდება თუ არა ამ შემოთავაზებას, თუმცა თქვა, რომ მთავრობის ხელახალი დახურვა მოსალოდნელი არ არის.

მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ სასაზრღვრო უსაფრთხოებისათვის სხვადასხვა წყაროებიდან 23 მილიარდ დოლარამდე შეგროვდება და ბიუჯეტში კედლისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის მიუხედავად ის მაინც აშენდება.

კონსერვატიული პარტიის ლიდერები პრეზიდენტს არსებული შეთანხმების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი 15 თებერვლამდე ბიუჯეტის კანონპროექტს არ მიიღებს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს, მთავრობა ხელახლა დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი მთავრობის დროებით გახსნას 25 იანვარს დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით. დროებითი ბიუჯეტი 15 თებერვალს იწურება. აშშ-ის მთავრობის დახურვა 35 დღეს გაგრძელდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. ხელახალი დახურვის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი კვლავ უხელფასოდ დარჩება.

კომენტარები