აშშ

მაიკ პომპეო: პუტინი მთელ მსოფლიოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ცენტრალურ ევროპაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

პომპეომ ამის შესახებ სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავაში, სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ვლადიმერ პუტინი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ,"- ამბობს პომპეო.

პომპეო ბოლო 14 წლის განმავლობაში აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც სლოვაკეთს ეწვია. მან ასევე მოინახულა ყოფილი პოლიტმატიმრების მემორიალი ე.წ თავისუფლების კარიბჭესთან, რომელიც ავსტრიისა და სლოვაკეთის საზღვართან მდებარეობს, სადაც 1945-1989 წლებში 400 ადამიანი დაიღუპა, რომელიც რკინის ფარდის გავლით დასავლეთში გადასვლას ცდილობდა.

"აშშ იდგა სლოვაკეთის გვერდით, როგორც მეგობარი, როგორც პარტნიორი 30 წლის განმავლობაში და ჩვენ მომდევნო ათწლეულებშიც გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას,"- თქვა პომპეომ.

საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან, შეხვედრის დროს, პომპემ ასევე აღნიშნა, სლოვაკეთის გამოცდილება საბჭოთა დომინაციის ქვეშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი რეგიონში აგრესიული მოთამაშის როლს აგრძელებს.

"ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვხედავთ უკრაინაში, სადაც რუსეთის არალეგალური ანექსია გრძელდება და აღმოსავლეთში ომი უკვე 5 წელს ითვლის,"- თქვა პომპეომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები