ადევნება

ადევნებაში ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ჯ.ჯ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემატიურადახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა" - აღმნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი, ასევე პირთან არასასურველიკომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრებისწესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები