მიშელ ობამა

მიშელ ობამას დედამ ჰკითხა, შეხვდა თუ არა "ნამდვილ ვარსკვლავებს" GRAMMY- ის დაჯილდოვებაზე

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა instagram-ზე დედასთან მიმოწერას ავრცელებს, სადაც დედა მას ეკითხება, შეხვდა თუ არა "ნამდვილ ვარსკვლავებს" GRAMMY- ის დაჯილდოებაზე​.

"ვფიქრობ ნამდვილი ჰიტი იყავი გრემიზე. გრეისიმ დამიძახა და ვუყურე. რომელიმე ნამდვილ ვარსკვლავს შეხვდი თუ გამოსვლისთანავე წახვედი?"- ჰკითხა დედამ მიშელ ობამას. 

"გრემის საღამოდან დედასთან მიმოწერას გიზიარებთ, როცა დედა ფიქრობს, რომ "ნამდვილი ვარსკვლავი" არ ხარ"- წერს მიშელ ობამა.

11 თებერვალს გამთენიისას გრემის დაჯილდოების 61-ე ცერემონიალი გაიმართა. 

ყველასთვის მოულოდნელად სცენაზე ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა გამოჩნდა, რომელმაც მუსიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები